Friday, February 28, 2014

ტრენინგის მე-9 დღე



დღევანდელი დღე დავიწყეთ პორთფოლიოს გადახედვით.ასევე ვისწავლეთ ძალიან საინტერესო პიკასას ალბომის შექმნა.თვითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.მოვახდინეთ მთლიანი ტრენინგის შეჯამება.ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი კარგი და ნაყოფიერი ტრენინგებისთვის.

Sunday, February 23, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით.განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და შევქმენით ახალი.გადავხედეთ თავიდან ბოლომდე პორთფოლიოს და შემდეგ ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ ჰიპერლინკების მიბმა. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღეც

Saturday, February 22, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.განვიხილეთ თუ როგორ უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები პროექტში და ასევე შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რამოდენიმე ნიმუში.მოვახდინეთ გეგმის დახვეწა და ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავსვათ word-ის ფაილი ბლოგზე

Sunday, February 16, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელ დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა და ასევე განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.შემდეგ ვიმუშავეთ პრაქტიკულად. ბლოგზე ვისწავლეთ გვერდების და გაჯეტების დამატება.გავაკეთეთ ასევე მოსწავლის პრეზენტაცია.

Sunday, February 9, 2014

მეოთხე დღე

დრევანდელი დღის სამუშაო გეგმა:



1.მასალის გამეორება
2.პროექტის გეგმის მოკლე მონახაზის შექმნა
3.შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა
4.შეფასების მონახაზის შექმნა
5.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
6.პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდეგ დავადგინეთ სტანდარტი.შევავსეთ სტანდარტის გეგმა სადაც დეტალურად ჩავწერეთ ჩვენი პროექტის მიზანი,ასევე თუ რა  საბაზისო უნარ ჩვევები უნდა განუვითარდეს მოსწავლეს პროექტზე მუშაობისას და ასევე შევიმუშავეთ პროექტთან დაკავშირებული მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი .
მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი დღე ძირითადად დაეთმო თეორიულ მუშაობას,საკმაოდ საინტერესო იყო.

Sunday, February 2, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით და ასევე მოკლედ მიმოვიხილეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.ამის შემდეგ გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს და ჩეკლისტს. ასევე ვნახეთ რას მოიცავდა პუბლიკაცია.ავირჩიეთ ერთ ერთი მათგანი  ბუკლეტი.დაწვრილებით გავარჩიეთ ბუკლეტის დანიშნულება და თუ როგორ უნდა შეიქმნას სხვადასხვა სახის ბუკლეტები.ამის სემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული სამუშაო.თითოეულმა ჩვენგანმა ტრენერის დახმარებით შევქმენით ბუკლეტები ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტთან დაკავშირებით.ძალიან საინტერესო იყო ბუკლეტზე მუშაობა.ასევე ვისწავლეთ როგორი სახით უნდა იქნას ჩასმული ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტი.ტრენინგის ბოლოს ვისწავლეთ როგორ უნდა გაიგზავნოს დიდი მოცულობის ფაილები მეილზე.